საქართველოს საგარეო სამინისტრო იქცა ჩვეულებრივ კაპიტულანტურ კანტორად - გეგელია
მედვედევის მუქარას ოფიციალური თბილისი ოფიცილური განცხადებით ამ დრომდე არ პასუხობს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟურნალოსტებს მხოლოდ პირადი შეტყობინება გაუგავნა, თუმცა ოფიციალურ გვერდზე განცხადება ჯერ კიდევ არ იძებნება.
"ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ საქართველოს საგარეო სამინისტრო იქცა ჩვეულებრივ კაპიტულანტურ კანტორად იქცა და ჩვენს ქვეყანას არა თუ ცუდი საგარეო პოლიტიკა, არამედ საგარეო პოლიტიკა საერთოდ არ აქვს.
საქართველოს საგარეო სამინისტრო იქცა ჩვეულებრივ კაპიტულანტურ კანტორად, რომელსაც აღარაფერი საერთო აღარ გააჩნია საგარეო პოლიტიკასთან, ხმის ამოღებასთან, ამ ქვეყნის სუვერენული პოლიტიკური ნების დაფიქსირებასთან. ეს არის ტრაგიკული და ეს აჩვენებს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში საგარეო პოლიტიკა არის გაუქმებული. დღეს საქართველოს ცუდი საგარეო პოლიტიკა კი აღარ აქვს, საერთოდ აღარ აქვს საგარეო პოლიტიკა. ერთადერთი დავალება, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე აქვს, არის სრულიად გაჩუმება და საკუთარი თავის უარყოფა". - ამბობს გრიგოლ გეგელია.
რუსეთი იმუქრება, რომ მისთვის არასასურველი პროცესების განვითარების შემთხვევაში, აფხაზეთს და „სამხრეთ ოსეთს“ შეიერთებს.
23 აგვისტოს, რუსულ გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტიში“ გამოქვეყნდა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის სტატია, რომელიც ეხება საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომს და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის ომს უკრაინაში. მედვედევი პასუხისმგებლობას აკისრებს დასავლეთს, ძირითადად, ამერიკის შეერთებულ შტატებს.