"ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის" - უკრაინის მხარდამჭერი მსვლელობა თბილისში

24.08.23 20:17
"ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის" - უკრაინის მხარდამჭერი მსვლელობა თბილისში

"ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის" - ამ გზავნილით ი8მართება თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია. თბილისში უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა მიმდინარეობს.

მოქალაქეები ჭავჭავაძის ქუჩაზე შეიკრიბნენ და მსვლელობა უკრაინის მხარდამჭერი აქციით პარლამენტთან გადაინაცვლებს. მასში მონაწილეობენ როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მოქალაქეები. 

უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სოლიდარობის აქცია გაიმართა ქუთაისშიც, სადაც მოქალაქეები აღმაშენებლის ძეგლთან შეიკრიბნენ და ქალაქში ავტომობილებით მსვლელობა გამართეს.