რა ბედი ელის ლარსის ბუფერულ ზონაში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს - საგარეო უწყების განცხადება

25.08.23 12:03
რა ბედი ელის ლარსის ბუფერულ ზონაში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს - საგარეო უწყების განცხადება

უკრაინის 6 მოქალაქეს, რომელიც ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე იმყოფება და ქართველი მესაზღვრები საქართველოში არ უშვებენ, საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში გადაყვანას სთავაზობს.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგარეო უწყების განმარტებით, საქმის კურსში მყისიერად ჩააყენეს უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ოლექსნად შულჰა და დიპლომატიურ მისიას დახმარება შესთავაზეს მოქალაქეების უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით.

უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს მიწოდებული ინფორმაციისა და თანადგომისთვის. მისი განცხადებით, საქართველოს საზღვართან მყოფი პირები, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ საპატიმრო დაწესებულებაში, ფლობენ უკრაინის შიდა პასპორტებს, თუმცა საჭიროა მათი იდენტიფიცირება და უკრაინის შესაბამისი უწყებებიდან ნებართვების აღება, რასაც სჭირდება დამატებითი დრო. როგორც დიპლომატმა აღნიშნა, იგი ამ ფაქტის შესახებ აცნობებს დედაქალაქს და დაელოდება მათ მითითებებს“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე უკვე კვირაზე მეტია უკრაინის 6 მოქალაქე იმყოფება, რომლებსაც ქართველი მესაზღვრეები ქვეყანაში არ უშვებენ - ინფორმაციას ამის შესახებ Novaya Gazeta ავრცელებს.