შენ უნდა გინდოდეს, რომ ივანიშვილის დაკრულზე არ ცეკვავდე - ცოტნე კობერიძე

25.08.23 18:43
შენ უნდა გინდოდეს, რომ ივანიშვილის დაკრულზე არ ცეკვავდე - ცოტნე კობერიძე

როგორ გაიგეს პოლიტიკოსებმა ამერიკის ელჩის განცხადება "პოლიტიკურ მამაცობაზე" და ვისკენ იყო ამერიკის ელჩის გზავნილი - "გირჩი - მეტი თავისუფლების" ერთ-ერთი ლიდერი ცოტნე კობერიძე ამბობს, რომ კელი დეგნანის ეს მოწოდება მეტწილად მმართველი პარტიისკენ მიემართებოდა. 

ცოტნე კობერიძე ამერიკის ელჩის იმ განცხადებასაც ეხმაურება, სადაც კელი დეგნანმა არაფორმალურ მმართველობაზე, ივანიშვილის გავლენებსა და დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე ისაუბრა.

კობერიძის თქმით, "კონფორმიზმიდან გამოვლა არის ის სითამამე, რაც შეიძლება ადამიანმა გაითვალისწინო".

პირველი, დეოლიგარქიზაციაზე არის ალბათ, მთავარი განაცხადი და სითამამეზე, რაც გვითხრა, დაახლოებით, ამას შეეფარდება, პირველ რიგში და აქ მთავარი „ქართულ ოცნებაზეა“ პასუხისმგებლობა, რომ მან უთხრათ, რომ თუ გინდათ ცხოვრობდეთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ვიღაცის თითის დაქნევით არ გინდა, რომ გადაწყვეტილება მიიღო, მაშინ ეს შენ თვითონ უნდა გადაწყვეტო.

კანონთან მიმართებაშიც სწორი ლოგიკაა - ჩემი თვითმიზანი უნდა იყოს ოლიგარქის მოშორება. თვითმიზანი ეს თუ გაქვს, იმას რაც მოგაშორებს, შემდეგ იმ პროცედურას გამოიყენებ. თვითმიზანი თუ პროცედურის დაკოპირებაა, მაშინ ეს მოტივებს მთლიანად უგულებელყოფს. შენ უნდა გინდოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილის დაკრულზე არ ცეკვავდე და თუ იმის დაკრულზე ცეკვა გააგრძელე, რაც არ უნდა კანონი მიიღო, ამას აზრი არ აქვს. ამიტომ ეს მინიშნება სწორი იყო. სითამამის ნაწილში მხოლოდ ხელისუფლება იგულისხმა, არ ვიცი,“ - ამბობს ცოტნე კობერიძე.