სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი კვლავ პატიმრობაში დატოვა
მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.
დაცვის მხარე წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
გრიგორიადისის შემდეგი სასამართლო პროცესი - 22 სექტემბერს, 16:00-ზე გაიმართება.