ლაზარეს სასამართლოზე პოლიციელების გამოკითხვა გადაიდო - მომდევნი პროცესი 22 სექტემბერს ჩაინიშნა
ლაზარეს სასამართლოზე პოლიციელების გამოკითხვა გადაიდო. სამართალმდაცველები შველებულებაში არიან. არადა ეს ის დეტექტივები არიან, რომლებიც გამოძიებას უმტკიცებდნენ, რომ მარტის აქციების დროს დაინახეს, როგორ დაარღვა კანონი ლაზარემ და როგორ ისროლა მოლოტოვის კოქტეილი რუსთაველის გამზირზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გომელაურის უწყების ექსპერტებს მოუსმინეს, იმ სპეციალისტებს, რომლებმაც რუსული კანონის მოწინააღმდეგ ლაზარეს ტანისამოსი შეისწავლეს. დასკვნაში წერია, რომ ლაზარეს ქურთუკზე ნავთობპროდუქტების კვალი იყო.
მათ პირდაპირი ჩვენება გრიგორიადისის წინააღმდეგ სასამართლო სხდომაზე არ მიუციათ.
დაცვის მხარემ დღეს დააყენა შაუმდგომლობა, რომ პატიმრობა ძალაშია რ დარჩენილიყო, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
"პროკურატურამ დღეს წარმოადგინა 4 ექსპერტი, რომელბმაც ჩაატარეს სახანძრო-ქიმიურ- ტექნიკური ექსპერტიზები, ორი მათგანის ჩვენება სასამართლო პროცესის დაკითხვისთვის იყო სრულიად განსხვავებული. ერთი აღნიშნავდა, რომ საკვლევად წარდგენილი ტოიოტა კოროლას მარკის ავტომობილი საკმარისი იყო იმის დასადგენად, რომ რითი იყო გადამწვარი და დაზიანებული. თუმცა, მეორე ექსპერტმა მიუთითა, რომ წარდგენილი ავტომანქანა იყო არასაკმარისი იმისთის, რა საშუალებით იყო დაზიანებული და დამწვარი. დაცვის ხმარემ დააყენა შუამდგომლობა, თუ რატომ არ უნდა დარჩენილიყო პატიმრობა ძალაში, თუმცა, ამ შემთხვევაშიც, დაცვის მხარემ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია." - განაცხადა ადვოკატმა თათია მინიჟაშვილმა.
ლაზარე გრიგორიადისის შემდეგი სასაამრთლო პროცესი 22 სექტემბერს ჩაინიშნა. პროკურატურა ჯერჯერობით არ ამბობს, თუ ვის წარმოადგენს შემდეგ პროცესზე გამოსაკითხად. თუმცა "პირველების" ინფორმაციიით, პროკურატურას 21 წლის ლაზარეს წინააღმდეგ რჩება ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ჩვენი ინფრომაციით, პროკურატურას უკვე მზად აქვს, თუმცა რა წერია ამ დასკვნაში უცნობია.