"ოცნება" ერთი-ერთში იმეორებს იმას, რასაც მედვედევი და პუტინი ამბობენ - გეგელია
დიმიტრი მედვედევის და "ქართული ოცნების" იდენტური განცხადებები - "ლელოს" წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, "ოცნება" ერთი-ერთში იმეორებს იმას, რასაც მედვედევი და პუტინი ამბობენ 2008 წლის ომთან დაკავშირებით.
სამწუხაროდ, დღეს საქართველოს მართავს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს. ამიტომ, მე მათგან არ მოველი, საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს დაცვას, იმიტომ, რომ ისინი იმეორებენ ერთი-ერთში იმას, რასაც ამბობს მედვედევი, რასაც ამბობს პუტინი. ჩვენ მოგვისმენია რუსული მითები საქართველოს ე.წ. ხელისუფლების პირით 2008 წლის ომთან დაკავშირებით, აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით. კრემლი ამას ყველაფერს იყენებს საქართველსო წინააღმდეგ". - ამბობს გრიგოლ გეგელია.
რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა გაიმეორა ის, რასაც თითქმის 11 წელია ივანიშვილის პარტია ამტკიცებს. სახელისუფლებო ძალა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში "ნაციონლაურ მოძრაობას" ადანაშაულებს, ისე როგორც ამას ოკუპანტი სახელმწიფო აკეთებს. კრემლის პროპაგანდაზე ჯერ არცერთი სიტყვა არ უთქვას საქართველოს მთავობას, დუმს საგარეო საქმეთა სამინისტროც..