საქართველოს ხელისუფლება და მედვედევი ერთ ხმაში გვესაუბრებიან - ლემონჯავა

26.08.23 15:19
საქართველოს ხელისუფლება და მედვედევი ერთ ხმაში გვესაუბრებიან - ლემონჯავა

საქართველოს ხელისუფლება და დიმიტრი მედვედევი ერთ ხმაში გვესაუბრებიან - ასე ეხმაურება რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას "დროას" წევრი გიგა ლემონჯავა.

ლემონჯავას თქმით, ქართული მხარის მიერ ამ განცხადებაში პასუხი არ იქნება,რ ადგანაც მმართვე გუნდშიც თვლიან, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო.

საქართველოს ხელისუფლება და დიმიტრი მედვედევი გვესაუბრებიან ერთ ხმაში, ზუსტად ერთი და იგივე გზავნილებით. მაგალიტად, ისინი გვიმტკიცებენ, რომ თითქოს, 2008 წლის ომი დაიწყო საქართველომ. არათუ რაიმეთი უპასუხებს საქართველოს ხელისუფლება მედვედევს, ისინი ზუსტად ერთი და იგივე გზავნილებს აჟღერებენ. ივანიშვილი და "ქართული ოცნება" თავისი არსით, არის რუსეთის წარმომადგენლობა საქართველოში". - ამბობს გიგა ლემონჯავა.

რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა გაიმეორა ის, რასაც თითქმის 11 წელია ივანიშვილის პარტია ამტკიცებს. სახელისუფლებო ძალა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში "ნაციონლაურ მოძრაობას" ადანაშაულებს,  ისე როგორც ამას ოკუპანტი სახელმწიფო აკეთებს. კრემლის პროპაგანდაზე ჯერ არცერთი სიტყვა არ უთქვას საქართველოს მთავობას, დუმს საგარეო საქმეთა სამინისტროც..