ჩემს დროს, საპრემიო ფონდი მქონდა და შეიძლებოდა, თვეში ორჯერ მიეღო მეხანძრე-მაშველს პრემია - თემურ გიორგაძე

26.08.23 17:28
ჩემს დროს, საპრემიო ფონდი მქონდა და შეიძლებოდა, თვეში ორჯერ მიეღო მეხანძრე-მაშველს პრემია - თემურ გიორგაძე

სამაშველო სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ გიორგაძე ამბობს, რომ მეხანძრისთვის ეკიპირება და შესაბამისი ხელფასი მნიშვნელოვანია, რადგან ეს ადამიანები უმძიმეს საქმეს აკეტებენ.

გიორგაძე ამბობს, რომ მისი მმართველობის დროს საპრემიო ფონდი არსებობდა და შეიძლებოდა, თვეში ორჯერ მიეღო მეხანძრე-მაშველს პრემია.

მეხანძრე-მაშველს თუ აღჭურვილობა არ ექნება, მისი ამოცანის შესრულება, რაც ავალია ძალიან ძნელია და მარტო იმის იმედად არ უნდა ვიყოთ, რომ მეახნძრე-მაშველი თავს მიაკლავს იქაურობას. ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ აღჭურვილობა თუ არ ექნება, ეფექტურად არ გამოუვა, ვერ გამოუვა და შეიძლება, საფრთხეში ჩავარდეს თვითონ მეხანძრე-მაშველიც. ჩემს დროს, საპრემიო ფონდი მქონდა ძალიან გაზრდილი და შეიძლებოდა, რომ თვეში ორჯერ მიეღო მეხანძრე-მაშველს პრემია, სამუშაოებიდან გამომდინარე, ვის როგორ უწევდა. თვეშ თუ მასშტაბურ სამუშაოებში იღებდნენ ჯგუფები მონაწილეობას, ერთი ადამიანი არ რჩებოდა პრემიის გარეშე". - ამბობს თემურ გიორგაძე. 

"ლელო" მეხანძრე-მაშველებისთვის ხელფასების მომატების ინიციატივით გამოდის. 

ამის შესახებ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე თაზო დათუნაშვილმა ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ხელფასი, საუბარია 1500 ლარზე, რაც მაშველებს აქვთ, არის სამარცხვინო და აუცილებელია, რომ მათი შრომა დაფასდეს.

დათუნაშვილის თქმით, შოვის ტრაგედიამ აჩვენა რომ მაშველებს ძირითადად შიშველი ხელებით უწევთ საგანგებო სიტუაციების დროს მუშაობა, ამიტომაც მათ  სჭირდებათ თანამედროვე ეკიპირება და ტექნიკა, მათ შორის სამაშველო ვერტმფრენები.