"შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული" - ქადაგიშვილი აუდიტის სკანდალურ დასკვნაზე

27.08.23 17:27
"შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული" - ქადაგიშვილი აუდიტის სკანდალურ დასკვნაზე

"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ქააგიშვილი ირწმუნება, რომ აუდიტის სკანდალურ დასკვნაზე ხელისუფლებას რეაგირება ექნება. საუბარია დოკუმენტზე, საიდანაც ირკვევა, რომ თბილისის მერიაში მაღალი დონის კორუფციაა

მიუხედავა იმისა, რომ ანგარიშის გამოქვეყნებიდან უკვე 2 თვე გავიდა, მმართელი გუნდის წევრი მაინც ამტკიცებს, რომ ანგარიში მხოლოდ ანგარიშად არ დარჩება და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. 

გეტყვით, რომ ანგარიშები არ რჩება მხოლოდ ანგარიშებად, იმიტომ, რომ ყველა ანგარიშის შემდეგ ხდება ანგარიშის ანალიზი და ამ ანგარიშებში მოცემულ გამოწვევებზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება ყველა სტრუქტურისა და ყველა იმ ორგანიზაციის მხრიდან, ვისაც ეს ანგარიში ეკუთვნის. აქედან გამომდინარე, ის, რომ ქვეყანაში არსებობს აუდიტის სამსახური, რომელიც სწორედ აუდიტორული შემოწმების შედეგად კონკრეტულ გამოწვევებზე საუბრობს და ამ კონკრეტულ გამოწვევებზე მერე კონკრეტული რეაგირებაა, მიანიშნებს იმაზე, რომ ჯანსაღი პროცესია, - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.