უსამართლო და არაკორექტული პოლიტიკური განცხადება - ვოლსკი ზელენსკის აკრიტიკებს
"თურმე ბელორუსია და საქართველო უნდა დადგეს ერთ სიბრტყეში, რაც უსამართლობის გარდა არის საკმაოდ არაკორექტული პოლიტიკური განცხადება," - ასე აფასებს "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი ვოლსკი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას.
ვოლსკისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ვოლოდიმირ ზელენკის ის პოზიცია, რასაც უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინის გამარჯვება საქართველოსა და მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს.
ვოლსკის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი საქართველოსთან დაკავშირებით არაკორექტული განცხადებების გაკეთებას აგრძელებს.
ასეთი პოლიტიკური პროგნოზების გაკეთება, მითუმეტეს სამხედრო პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ჩვენი მიზანი. ჩვენ უნდა ვიყოთ იმ პოზიციაზე, რაც გვაქვს, რუსეთთან სამხედრო და ეკონომიკური დაპირისპირება დაგვანგრევს, უკრაინას, რასაკვირველია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ვუსურვებ. თურმე ბელორუსია და საქართველო უნდა დადგეს ერთ სიბრტყეში, რაც უსამართლობის გარდა არის საკმაოდ არაკორექტული პოლიტიკური განცხადება.
საქართველოსთან მიმართებაში უკრაინის პრეზიდენტის განცხადება კვლავ არაკორექტული რჩება და სამწუხაროა, რომ ამ ვითარებაში, როცა ჩვენ უნდა ვიყოთ ერთ პოზიციაზე, უკრაინის პრეზიდენტი მაინც იმ მიმართულებით მიდის, რომ თითქოს ხალხი სხვაა, ხელისუფლება სხვაა და დემოკრატიული არჩევნები საქართველოში არ ჩატარებულა. დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, ჩატარდება და ის გვიჩვენებს, ხალხი რა პოზიციაზე დგას,“ - ამბობს გიორგი ვოლსკი.