მიხეილ სააკაშვილი ისჯება იმისთვის, რომ ერთ-ერთი პირველი მტერია პუტინის - სოფო ჯაფარიძე
"მიხეილ სააკაშვილი ისჯება იმისთვის, რომ ერთ-ერთი პირველი მტერი არის პუტინის," - ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე Forbes-ის სკანდალურ სტატიას, სადაც პირდაპირ წერია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოწამლულია და პრორუსული ხელისუფლების რეჟიმის პირობებში კვდება.
სოფო ჯაფარიძისთვის აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილი პირადად პუტინის დავალებით არის ახლა დაპატიმრებული და ოკუპანტი ქვეყნის პირველ პირს სიამოვნებს სააკაშვილის ამ მდგომარეობაში ხილვა.
ასეთი გავლენიანი გამოცემისგანაც კი ვისმენთ, რომ ჩვენი ხელისუფლება რუსეთის ინტერესებს ემსახურება. ჩვენ ამაზე სულ ვსაუბრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პირადად პუტინის ტყვე, პირადად პუტინის დაკვეთას ასრულებს ჩვენი ხელისუფლება და პირადად პუტინის სიამოვნებისთვის კეთდება ის, რაც კეთდება. მას სიამოვნებს, რასაკვირველია, იმის ყურება, როგორ აწამებენ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს.
მიხეილ სააკაშვილი ისჯება იმისთვის, რომ ერთ-ერთი პირველი მტერი არის პუტინის,“ - ამბობს სოფო ჯაფარიძე.