პულტებით მანიპულაცია საკრებულოში - "ნაციონალურმა მოძრაობამ" პროკურატურას მიმართა
ოპოზიცია კალაძის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს - საკრებულოს დეპუტატებს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჩივრები მიყოლებით შეაქვთ.
პოლიტიკოსები ითხოვენ გამოძიებით დადგინდეს გააყალბეს თუ არა "ოცნების" დეპუტატებმა ხმები, როცა ცათამბჯენების მშენებლობას მწვანე შუქს უნთებდნენ და კოლეგების ნაცვლად კენჭისყრებში მონაწილეობდნენ.
პულტებით მანიპულაცია "ტვ პირველის" მიერ გადაღებული ექსკლუზიურ კადრებშიც გამოჩნდა.
ეს არის სამსახურებრივი სიყალბე. ეს ადამიანები მზად არიან, რომ თბილისის ინტერესების საწინააღმდეგოდ, იმ ადამიანების სასარგებლოდ, რომლებიც "ქართული ოცნების" ყულაბას საარჩევნოდ ავსებენ, გააკეთონ ყველაფერი, აბსოლუტურად ყველა ექსპერტს ეძახონ ნაცები, გააყალბონ დოკუმენტები, წარმოიდგინეთ, საარჩევნოდ ეს ადამიანები, როცა ლაივში დეპუტატები აყალბებენ დოკუმენტებს, რა დავალებას მისცემენ საკუთარ კოორდინატორებს და რამდენად შესაძლებელია ამ ადამიანების მიერ ჩატარებული არჩევნების ნდობა," - ამბობს გიორგი ონიანი.