პულტებით მანიპულაცია საკრებულოში - რა ახსნა აქვს გიორგი ტყემალაძეს
როგორ ხსნის საკრებულოს თავმჯდომარე პულტებით მანიპაციას - გიორგი ტყემალაძე პრობლემას ვერ ხედავს, თუ დეპუტატი საკუთარ ხმას მოგვიანებით დააფიქსირებს.
საკრებულოს თავმჯდომარე პირდაპირ ამბობს, რომ მიღებული პრაქტიკაა ხმის ამგვარად დაფიქსირება. ტყემალაძე ამბობს, რომ ოპოზიციას ჰქონდა ინფორმაცია, რომ კონკრეტული დეპუტატები "ქართული ოცნებიდან" არ იმყოფებოდნენ დარბაზში და ეს ოქმშიც დაფიქსირებული იყო. ტყემალაძის შეფასებით, ამ ყველაფრის გამოყენება ოპოზიციას პოლიტიკური ქულების დასაწერად სჭირდება.
ოპოზიციამ ზუსტად იცის და თვითონ სარგებლობს იმ პროცედურით, რომ თუ რაიმე მიზეზიდან გამომდინარე, ორი წუთით დარბაზშია, მაგრამ კენჭისყრის ზუსტად იმ მომენტში არ იმყოფება დარბაზში, რომ შემოდის აფიქსირებს საოქმო ჩანაწერში, რომ გთხოვთ დააფიქსიროთ წინაარმდეგი ან მომხრე.
მე მქონდა პირდაპირი ჩართვა, შესაბამისად, ჩემი ხმა საოლქო ჩანაწერში არის დაფიქსირებული, როგორც დადებითი,“ - ამბობს გიორგი ტყემალაძე.
"ტვ პირველის" მიერ გადაღებულ ექსკლუზიურ ვიდეო მასალაში ჩანს, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატები თბილისელების დაწუნებულ პროექტებს - ცათამბრჯენების მშენებლობას, ერთმანეთის მაგივრად უჭერენ მხარს.
პროკურატურას საჩივრით დღეს უკვე მიმართეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა საკრებულოდან. პოლიტიკოსები ითხოვენ გამოძიებით დადგინდეს გააყალბეს თუ არა "ოცნების" დეპუტატებმა ხმები, როცა ცათამბჯენების მშენებლობას მწვანე შუქს უნთებდნენ და კოლეგების ნაცვლად კენჭისყრებში მონაწილეობდნენ.