"მოგვიანებით დამირეკეთ. საჭესთან ვარ" - ზურაბ აბაშიძის პასუხი კარასინის განცხადებაზე
რა პასუხი აქვს საქართველოს მთავარობას რუსეთის მუქარაზე, რომ მუშაობენ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საკითხზე ჩინეთთან და ინდოეთთან - რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი "პირველების" კითხვებს არ პასუხობს.
ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტის კითხვაზე, რას უპასუხებს კარასინის განცხადებას, რომ ოკუპირებული ტერიტორიების ასაღიარებლად ჩინეთთან და ინდოეთთან მუშაობენ, აღნიშნა, რომ ახლა პასუხის გასაცემად დრო არ აქვს, რადგან საჭესთან იმყოფება.
მოგვიანებით დამირეკეთ. საჭესთან ვარ, გზაზე ვარ,“ - ამბობს აბაშიძე.
კარასინმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხზე მუშაობს ისეთ ქვეყნებთან, როგორიც ინდოეთი და ჩინეთია და დარწმუნებულია, რომ ბოლო ეტაპზე ამ ქვეყნებისგან აღიარებაზე თანხმობას მიიღებენ.