არაღიარების პოლიტიკა, სამწუხაროდ, ძალიან შესუსტებულია - დეკანოიძე

29.08.23 13:04
არაღიარების პოლიტიკა, სამწუხაროდ, ძალიან შესუსტებულია - დეკანოიძე

"არაღიარების პოლიტიკა, სამწუხაროდ, ძალიან შესუსტებულია და არის მხოლოდ და მხოლოდ ინერცია, რომელიც მოდის წლების განმავლობაში," - ეს განცხადება "ევროოპტიმისტების" წევრმა ხატია დეკანოიძემ გრიგორი კარასინის მუქარის შეფასებისას გააკეთა.

ხატია დეკანოიძე ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარესზე ინერტულობის გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ მთავრობას ერთადერთი საზრუნავი აქვს, საზოგადოების დაზაფვრა ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის საკითხით.

სამწუხაროა, ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას რეალურად არ აქვს ის პოლიტიკა, რომელიც უნდა ჰქონდეს საერთაშორისო მიმართულებით.
ერთადერთი რეალური კომუნიკაცია საქართველოს მოქალაქეებთან, ჩვენს მოქალაქეებთან, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ეს არის პროპაგანდა, რომელიც გულისხმობს ე.წ. მეორე ფრონტის გახსნას, რაც არის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სისულელე,“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.

კარასინმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხზე მუშაობს ისეთ ქვეყნებთან, როგორიც ინდოეთი და ჩინეთია და დარწმუნებულია, რომ ბოლო ეტაპზე ამ ქვეყნებისგან აღიარებაზე თანხმობას მიიღებენ.