თუ მსგავსი რამ მოხდა, ეს იქნება ძალიან დიდი ჩავარდნა ქართული დიპლომატიის - კირკიტაძე კარასინის მუქარაზე

29.08.23 13:11
თუ მსგავსი რამ მოხდა, ეს იქნება ძალიან დიდი ჩავარდნა ქართული დიპლომატიის - კირკიტაძე კარასინის მუქარაზე

"არ ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლება აგრძელებს არაღიარების პოლიტიკას იმ ქვეყნებში, რომლებიც დაექვემდებარებიან გარკვეულწილად რუსულ გავლენებს," - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე კარასინის მუქარას ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით.

კირკიტაძე თვლის, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად არ მუშაობს ისეთ ქვეყნებთან, რომლებზეც შესაძლოა, რუსეთმა გავლენა მოახდინოს. 

არ ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლება აგრძელებს არაღიარების პოლიტიკას იმ ქვეყნებში, რომლებიც დაექვემდებარებიან გარკვეულწილად რუსულ გავლენებს და აქვთ მათთან მჭიდრო ურთიერთობა. თუ მსგავსი რამ მოხდა და მე ამას არ ვისურვებდი, იქნება ძალიან დიდი ჩავარდნა და უკან გადადგმული ნაბიჯი მთლიანად ქართული დიპლომატიის,“ - ამბობს დავით კირკიტაძე.

კარასინმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხზე მუშაობს ისეთ ქვეყნებთან, როგორიც ინდოეთი და ჩინეთია და დარწმუნებულია, რომ ბოლო ეტაპზე ამ ქვეყნებისგან აღიარებაზე თანხმობას მიიღებენ.