ზურაბ აბაშიძე უნდა გამოვიდეს და დაგმოს კარასინის განცხადება - რომან გოცირიძე
"კარასინის განცხადების საპასუხოდ უნდა ყოფილიყო ხელისუფლების მხრიდან მკაცრი რეაგირება," - ასე ეხმაურება "ევროოპტიმისტების" თავმჯდომარე რომან გოცირიძე კარასინის მუქარას.
გოცირიძე თვლის, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ზურაბ აბაშიძემ კარასინი განცხადების გამო ღიად უნდა გააკრიტიკოს.
კარასინის განცხადების საპასუხოდ უნდა ყოფილიყო ხელისუფლების მხრიდან მკაცრი რეაგირება, ვინაიდან კარასინი, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის წევრია და არ არის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კვლავ რჩება საქართველოში მომლაპარაკებელ, ოფიციალურ მტავარ პირად და დღემდე არავის გაუუქმებია აბაშიძე-კარასინის ეს ფორმატი. ამიტომ ჯერ აბაშიძე უნდა გამოვიდეს და დაგმოს მისი ეს განცხადება.
ხოლო რაც შეეხება მის შორს მიმავალ გეგმებს, ეს არის ჩინეთსა და ინდოეთზე ზეწოლის უბადრუკი მცდელობა,“ - ამბობს რომან გოცირიძე.
კარასინმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხზე მუშაობს ისეთ ქვეყნებთან, როგორიც ინდოეთი და ჩინეთია და დარწმუნებულია, რომ ბოლო ეტაპზე ამ ქვეყნებისგან აღიარებაზე თანხმობას მიიღებენ.