პრეზიდენტის დაბლოკილი ვიზიტები ევროპულ ქვეყნებში - რას გეგმავს ყოფილი სახალხო დამცველი

31.08.23 10:33
პრეზიდენტის დაბლოკილი ვიზიტები ევროპულ ქვეყნებში - რას გეგმავს ყოფილი სახალხო დამცველი

რას გეგმავს ყოფილი სახალხო დამცველი და როგორ ესმის საზოგადოების როლი ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მისაღებად - ნინო ლომჯარია ფიქრობს, რომ ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად საზოგადოების ერთიანობა და აქტიურობაა საჭირო.

ყოფილი სახალხო დამცველი არ აკონკრეტებს, რა პლატფორმიდან და რა ფორმით მოხდება აქტიურობა, თუმცა, აანონსებს, რომ კონკრეტულ ინიციატივაზე უკვე მუშაობს.

ძალიან საინტერესო ხალხთან ერთად გვაქვს საინტერესო გეგმები ამ მიმართულებით. ალბათ, ძალიან მალე ამის შესახებ უფრო კონკრეტულად ვისაუბრებთ. გარკვეული ინიციატივები იქნება, ამ ინიციატივაზე დიდი ხანია დაწყებულია მუშაობა. უბრალოდ, თუნდაც დღევანდელმა განვითარებულმა მოვლენებმა დამარწმუნა რამდენად მნიშვნელოვანია და სწორია, რომ დარჩენილ დროში პროდასავლურად განწყობილმა საზოგადოების ნაწილმა, რომლებიც ძალიან დიდ უმრავლესობას წარმოვადგენთ ამ ქვეყანაში, ვიმოქმედოთ. პარტიებს, ალბათ, თავისი დღის წესრიგი აქვთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ დღეს ეს ხმა არის გასაძლიერებელი,“ - ამბობს ნინო ლომჯარია.

ნინო ლომჯარიამ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტის ვიზიტები დაბლოკა. ლომჯარიას თქმით, ღარიბაშვილის ნაბიჯი მხოლოდ იმას გამოიწვევს, რომ ევროპაში კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად უფრო ბევრი ხალხი ჩავა.