ლევან ხაბეიშვილს პოლიტიკურ შურისძიებაში ახმეტის რაიონული ხალმძღვანელიც ადანაშაულებენ
თელავისს შემდეგ ახლა უკვე ახმეტაც - ლევან ხაბეიშვილს პოლიტიკურ შურისძიებაში ადანაშაულებენ. რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ პარტიის ახალ თავმჯდომარეს ძველი უფროსის მხარდამჭერების წინააღმდეგ მთელი კამპანია აქვს აგორებული.
ნინო უშიკიშვილი, რომელიც პარტიის სახელით ახმეტაში იბრძვის, ამბობს რომ ახალი მენეჯმენტის პარტიაში მოსვლის შემდეგ მას ჯერ სოციალური ქსელის ადმინისტრატორობის ფუნქცია შეუჩერეს, შემდეგ კი საჯარო ღონისძიებებზე არასასურველ სტუმრადაქციეს.
მას შემდეგ, რაც პარტიის თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდა, საერთოდ, ვინც ნიკა მელიას ვუჭერდით მხარს, ჩაგვხსნეს საერთოდ პარტიიდან. არ ვიცი, არც არანაირი აქტივობა, თვითონ ყოველთვის იციან, რომ ძალიან აქტიურად, აქციებზე სიარული გვინდა ყველაფერი, მაგრამ არავინ აღარ გვეხმაურება, აღარც არავინ აღარაფერს გვაგებინებს, მეც იმედაც დაფუძნების დღიდან ვართ ამ პარტიაში, რა პრეტენზია უნდა ჰქონდეთ ჩვენთან, ამ პარტიისთვის ერთგულების მეტი არაფერი გაგვიკეთებია.
11 წელია უმუშევარი ვარ, იმიტომ რომ მქვია ნაციონალი, მიშას გამო ვრჩებოდი ამ პარტიაში, მაგრამ როგორც ვხედავ, უკვე მიშაც აღარავის აინტერესებს ამ პარტიაში. ის, რომ "მიშა - მიშას" იძახებ და ერთი პლაკატით მეტს გააკრავ კედელზე ოფისში, არ ნიშნავს, რომ მიშასთვის რამეს აკეთებ", - ამბობს ახმეტის რაიონული ორგანიზაციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ნინო უშიკიშვილი.
ცნობისთვის, თელავის საკრებულოს წევრმა პარტიაა დატოვა. იმედაა კევლიშვილი, რომელიც 20 წელზე მეტია ენმ-ს წევრია, ლევან ხაბეიშვილს რეპრესიებში ადანაშაულებს.