რატომ გამოეყო გიორგი ბაჩიაშვილის საქმეს "მტკვარი ჰესი" - პროკურორის პირველი განმარტება
რატომ გამოეყო გიორგი ბაჩიაშვილის საქმეს "მტკვარი ჰესი" - პირველების კითხვებზე პასუხი დღეს რეზონანსული საქმის პროკორორს, მიხეილ სადრაძეს მოუწია.
ბიძინა ივანიშვილი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ მასშტაბური მშენებლობის დროს დიდი ფული გაიფლანგა. ოლიგარქი ვრცელ წერილში ისრებს სწორედ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის წინააღმდეგ ისვრიდა.
როგორც პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ "პირველებს" უთხრა, გიორგი ბაჩიაშვილს აღნიშნულ საქმეზე ჩვენება 5 ჯერ აქვს მიცემული. პროკურორი ამბობს, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება, თუმცა უწყებას ბრალდებული ამ ეტაპზე არ ჰყავს:
სისხლის სამართლის საქმიდან გარკვეული საქმის გამოყოფა ეს შეიძლება ჩაითვალოს მძიმე ტექნიკურ საკითხადაც იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ როგორც აღვნიშნე სხვა ეპიზოდზე არის ბრალდება წარდგენილი და ის უნდა წარიმართოს სასამართლოში, რაც შეეხება ნებისმიერი ტიპის ჩახსნას და ა.შ. მტკვარი ჰესთან დაკავშირებით ბრალის წარდგენა თავის დროზე არც არავისთვის არ მომხდარა, შესაბამისად ამ ფაქტის გარშემო არვინ მხარეს არ წარმოადგენს", - ამბობს მიხეილ სადრაძე.
პროკურორმა დღეს არ გამორიცხა, რომ ბაჩიაშვილს ამ საქმეზე კითხვებზე პასუხის გაცემა კიდევ მოუწიოს:
ზოგადად, სანამ გამოიყოფოდა ეს საქმე ბუნებრივია, ერთი სახის ფარგლებში ხდებოდა, გიორგი ბაჩიაშვილი როგორც მახსოვს 5-ჯერ არის გამოკითხული, ბუნებრივია ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით იყო კითხვები დასმული. ნებისმიერი გამოძიება როგორც ზოგადად ისე ამ შემთხვევაში ეხება ფაქტს და თუ ამ ფაქტის გარშემო მტკიცებულებებით გამოვლინდება ვიღაც პირის პასუხისმგებლობის საკითხიო ვინც არ უნდა იყოს ის ბუნებრივია მოხდება სამართლებრივი შეფასება"- აცხადებს პროკურორი.