63 მილიონის კონტრაქტი ბოლო 9 წელში - წყალტუბოს მინი ფეოდალი ბიუჯეტიდან მილიონებს იღებს
წყალტუბოს მინი ფეოდალი, რომელიც მილიონებს ბიუჯეტიდან იღებს. თითქმის ყველა პროექტს რაიონში ერთი კაცის კომპანია ახორციელებს. ეს წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მოკრძალებული ბიზნესია.
სულ რამდენიმე დღის წინ მერიამ მას ახალი კონტრაქტი გაუფორმა. ჯეირან ომანაძემ ერთ-ერთ სოფელში ხიდის რეაბილიტაციისთვის თითქმის ნახევარი მილიონი მიიღო. თუმცა ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია იმ შემოსავლებიდან, რომელიც მას ბოლო 9 წელში ჰქონდა. მის კომპანიებს 2013 წლიდან 63 მილიონის კონტრაქტები აქვს მიღებული.