პრეზიდენტი ევროპულ ტურნეს შარლ მიშელთან შეხვედრით გააგრძელებს
სალომე ზურაბიშვილი ევროპულ ტურნეს აგრძელებს. საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდება.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. სალომე ზურაბიშვილსა და შარლ მიშელს შორის შეხვედრა ხვალ ბრიუსელში შედგება.
სალომე ზურაბიშვილმა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრა დღეს გერმანიის პრეზიდენტთან ვიზიტით დაიწყო. ჯამში, სალომე ზურაბიშვილი 10 ქვეყნის ლიდერთან შეხვედრას გეგმავს.
პრეზიდენტის ევროპული ტურნე მთავრობის მიერ დაბლოკილია, მას პრემიერის თანხმობა არ აქვს. დაბლოკილ შეხვედრებზე წასვლის გამო კი სალომე ზურაბიშვილს მმართველი ძალა იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებით ემუქრება.