"ნაციონალური მოძრაობიდან" წასული იმედა კევლიშვილი მიხეილ სააკაშვილის პირად წარმომადგენელს შეხვდა
"ნაციონალური მოძრაობიდან" წასული იმედა კევლიშვილი მიხეილ სააკაშვილის პირად წარმომადგენელს სოფო ჯაფარიძეს შეხვდა.
კევლიშვილმა „პირველებს“ მოუყვა, თუ რა საკითხებზე იყო საუბარი და მისი პრეტენზიები "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელობის გარდა ეხებოდა თუ არა მიხეილ სააკაშვილსაც. როგორც კევლიშვილი ამბობს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მას პრეტენზია არ აქვს.
თელავის საკრებულოს წევრი, რომელმაც პარტია დატოვა, "პირველებისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში იმ მიზეზებზე საუბრობს, რომლის გამოც "ნაციონალურ მოძრაობასთან" 20 წლიანი ურთიერთობა გაწყვიტა. იმედა კევლიშვილი ამტკიცებს, რომ ლევან ხაბეიშვილის გუნდმა მას ნიკა მელიას მხარდაჭერა არ აპატია.