"არასდროს გვითქვამს, რომ..." - გახარიას გუნდის პასუხი ბოკუჩავას

05.09.23 12:13
"არასდროს გვითქვამს, რომ..." - გახარიას გუნდის პასუხი ბოკუჩავას

გახარიას გუნდი ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას პასუხობს - ბექა ლილუაშვილის თქმით, პარტია "საქართველოსთვის" არასდროს უთქვამს, რომ რაიმე საწინააღმდეგო აქვს საგამოძიებო კომისიის, როგორც სიმართლის დადგენის ინსტრუმენტთან.

ლილუაშვილის თქმით, ამ კვირაში საგამოძიებო კომისიის განხილვის ეტაპზე პარლამენტში გატანა, პირდაპირ კომისიის ჩაგდების წინაპირობა იქნება. 

არასდროს გვითქვამს, რომ რაიმე საწინააღმდეგო გვაქვს საგამოძიებო კომისიის, როგორც სიმართლის დადგენის ინსტრუმენტთან. ყველანაირი მექანიზმი უნდა იქნას ამისთვის გამოყენებული.  მაგრამ, თუ კომისიის საკითხი ენმ-ს მიერ ამ კვირაში დადგება განხილვის ეტაპზე პარლამენტში, როგორც ვნახეთ გუშინ განხილვას და კენჭისყრას ერთად ჩაატარებს "ოცნება", რადგან მისი მიზანი კომისიის ჩაგდებაა, ეს იქნება პირდაპირ კომისიის ჩაგდება და საერთოდ ამ ინსტრუმენტის ჩაგდება". - აცხადებს ლილუაშვილი.

ცნობისთვის, ენმ-მ საგამოძიებო კომისიის საკითხის განხილვა ოქტომბრამდე გადადო და შესაბამისად, ამ დრომდე მისცა დრო გახარიას გუნდს პოზიციის დაფიქსირებისთვის.