ვაშინგტონში კითხვა აქვთ - რომელ მხარეს უნდა საქართველოს მთავრობას, რუსეთთან, ჩინეთთან თუ ევროკავშირთან - ექსკლუზიური ინტერვიუ სოჩასთან
ექსკლუზიური ინტერვიუ სენატის საგარეო კომიტეტის გავლენიან მაღალჩინოსანთან - კრის სოჩა "პირველებს" ეუბნება, რომ საქართველოს მთავრობის კურსთან დაკავშირებით კითხვები ვაშინგტონშიც არსებობს.
"ეს არის ღია კითხვა, რომელიც ვაშინგტონშიც არსებობს რომელ მხარეს უნდა საქართველოს მთავრობას წასვლა რუსეთთან და ჩინეთთან თუ ევროკავშირთან"- აცხადებს ამერიკელი მაღალჩინოსანი.
სოჩას თქმით, ამ კითხვებს ის საქართველოში, ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც დასვამს.
ძალიან ბევრი კითხვა ისმის ახლა ვაშინგტონში, ჩვენ ვსვამთ ამ კითხვებს ჩემი აქ ყოფნის ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ეს არის. არსებობს კითხვები და არსებობს შეშფოთებები ამასთან დაკავშირებით ვაშინგტონში. ჩვენ ვაცნობიერებთ საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობას, რომელსაც ის იკავებს, ის იყოფს საზღვარს რუსეთთან"- ამბობს ამერიკელი მაღალჩინოსანი.
მისი თქმით, არავის იცნობს ვაშინგტონში, რომელიც კითხვას სვამს, რატომ არ უერთდება საქართველო ომს უკრაინაში.
არ მესმის რატომ ამბობს საქართველოს მთავრობა ამას. ვიზიტის ფარგლებში მე ამ კითხვებს აუცილებლად დავსვამ. ამ განცხადებებმა შეიძლება შეცვალოს ამერიკის პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით. მკაფიო პასუხების არარსებობის შემთხვევაში რატომ აკეთებენ ესეთი ტიპის განცხადებებს და რატომ იღებენ ასეთ გადაწყვეტილებებს. ვაშინგტონმა შესაძლოა, შეცვალოს საკუთარი პოლიტიკა. თქვენ შეიძლება ნახოთ უფრო მეტი სანქციები მოსამართლეებზე, კონკრეტულ აქტორებზე შეიძლება გადაიხადოს ამერიკის დახმარება საქართველოს მიმართ ეს არის ის დახმარება რასაც სენატორები განიხილავენ საქართველოს წინააღმდეგ"- აცხადებს სოჩი.