შავრაზმული პოპულიზმი - ბოკერიას პასუხი მიხეილ სააკაშვილს

05.09.23 17:01
შავრაზმული პოპულიზმი - ბოკერიას პასუხი მიხეილ სააკაშვილს

საქართველოს მესამე პრეზიდენტს "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია პასუხობს. როგორც ბოკერია ამბობს, მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ნაციონალური მოძრაობის წევრების მიმართ და იმის თქმა, რომ "ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება" - პოპულისტურია.

ბოკერიას თქმით, მიხეილ სააკაშვილსა და მას შორის პოლიტიკური გზები რამდენიმე მიზეზის გამო გაიყო, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი იყო უპრინციპობა. 

ეგ გზა შავრაზმული პოპულიზმის, "ქართულ ოცნებასთან" და ივანიშვილთან შეჯიბრის პოპულიზმში, ეთნო-რელიგიურში თუ ჯვრების ქნევაში თუ სოციალიზმში, ამ გზამ და უპრინციპობამ და ბელადომანიამ, რომ ბელადი ყოველთვის მართალი უნდა იყოს, ამან მიყვანა ენმ ამ კრიზისამდე და მათ შორის, სააკაშვილი იმ მდგომარეობამდე, სადაც ის არის. ნებისმიერ რამეზე კვერს დაუკრავ სააკაშვილს, რომც ურთიერთგამომრიცხავი თქვას დღეს ერთი და ხვალ მეორე, ეგ არის, რამაც მიიყვანა ეგენი კრიზისამდე, სამწუხაროდ, სანამ ეგენი არიან ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია, მანამდე ივანიშვილის რეჟიმს აქვს საშუალება, რომ ეს არის სახე მთლიანად ალტერნატივის, ეს უპრინციპობა, ეს ძახილი იმის, რომ მე უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ საქართველოში აღარ ჩავერევი, მეორე წამს ჯანმრთელობაზე საუბარი, მესამე წამს ისევ ბრძოლაზე - მე 100 პროცენტით უკრაინელი ვარ, ვერ ხვდებიან რომ ეს მორალურ კატასტროფასთან ერთად პრაგმატულად აძლიერებს ივანიშვილის რეჟიმს, ამიტომ გაიყო ჩვენი გზები მართლა ერთხელ და სამუდამოდ,“ - ამბობს გიგა ბოკერია.