არჩევნებს ისევ გააყალბებენ, ნეტავ მალე წავიდნენ... ოპოზიციას სძინავს - კახელები ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე

05.09.23 21:26
არჩევნებს ისევ გააყალბებენ, ნეტავ მალე წავიდნენ... ოპოზიციას სძინავს - კახელები ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე

 

რა მოლოდინი აქვთ კახეთში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე და რამდენად კმაყოფილები არიან მთავრობის მუშაობით - კახეთში მოქალაქეები ამბობენ, რომ ხელისუფლებას ხალხის ხმა არ ესმის. დარწმუნებულები არიან, რომ არჩევნები ისევ გაყალბდება.

არაფერი არ მომწონს ამ ხელისუფლების. ნეტავ მალე წავიდნენ, ეგ არის ჩემთვის მოსაწონი. არჩევნებს ისევ გააყალბებენ, მამაჩემს ააყენებენ მიცვალებულს და მიაცემინებენ ხმას, ბებიაჩემს კიდევ - რამდენი წლის მკვდარს, ეს იქნება ახალი არჩევნები,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

ვინც გინდა მოვიდეს, ხალხისთვის არავინ არ არის. ხალხზე იზრუნონ, ამდენი ავადმყოფები არიან, ხალხი წყდება ნერვიულობით, შიმშილით და გამოსავალი არ არის,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

ისეა ეს ქვეყანა, რომ დადებითი როგორ ვთქვა, ვერც უარყოფითს ვერ ვიტყვი, შუალედურში ვარ. ის, რაც დაგვირდნენ, შეასრულონ, რომ ხალხმა ამოისუნთქოს,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

მოსახლეობას შენიშვნები აქვთ ოპოზიციასთანაც. კახეთში მცხოვრებლები ოპოზიციონერებს კაბინეტებიდან გამოსვლას ურჩევენ და უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ.

ოპოზიციაზე თავიდან ისეთი შეხედულება მქონდა, რომ მეგონა, გაამართლებდნენ, მაგრამ მინუსები დაეწერათ - ერთი შეთანხმებით ვერ მუშაობს ვერც ოპოზიცია. უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო მარტო იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილი ასე აწამეს და კაცი სულიერად ასე დაამხეს, არ იყო მაგის ღირსი,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

ოპოზიციას დღეს სძინავს და თავიანთი საქმეებით არიან დაკავებულები, ცოტა გამოიღვიძონ და იმუშაონ, თორემ სულ ასე იქნება. ასე მგონია, რომ მაგათაც აწყობთ ასეთი სიტუაცია,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.