მთავრობას ხალხი ფეხებზე ჰკიდია, დასამხობია - "რეაქცია" შიდა ქართლიდან
შიდა ქართლის მცხოვრებლები გაჭირვებასა და უპერსპექტივობაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ მთავრობით უკმაყოფილოები არიან. მოსახლეობა ოპოზიციის ქმედებებითაც უკმაყოფილოა.
ჩვენ ხელისუფლებას არაფერი არ ესმის, ხალხი ფეხებზე ჰკიდია, დასამხობია. ოპოზიციის უფრო მჯერა, ვიდრე ამ ხელისუფლების,“- ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
არცერთმა ხელისუფლებამ მოლოდინი არ გაამართლა. ოპოზიცია ძალიან სუსტია, ვნახოთ, რა იქნება, კარგია, მესამე ძალა გამოჩენილიყო,“- ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
არ მომწონს მთავრობა, უკეთესად უნდა გვაცხოვროს. ვერ გაამართლა მოლოდინები, სხვანაირად წარმომედგინა,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.