კორუფციული ინტერესები იყო, რომ შოვი გაფართოებულიყო - ფარულავამ "რეაქციაში" მტკიცებულებად ფოტომასალა წარადგინა
„იყო კორუფციული ინტერესები, რომ შოვი გაფართოებულიყო, საფრთხე არ გაითვალისწინეს და მივედით ტრაგედიამდე... თუ ვინმეა მკვლელი, ეს ოცნების ხელისუფლებაა,“ - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლაშა ფარულავამ „რეაქციაში“ ისაუბრა.
ფარულავა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ შოვის ტრაგედიის მოსაკვლევად შექმნილ ალტერნატიულ საგამოძიებო ჯგუფს ხელმძღვანელობს, „რეაქციაში“ ქრონოლოგიურად აღწერს შოვში განვითარებულ მოვლენებს და იმ საფრთხეებს, რაც ხელისუფლებამ უგულებელყო.
ფარულავამ ფოტო მტკიცებულებები წარადგინა, საიდანაც დგინდება, რომ ხეობის საფრთხის შემცველობასთან დაკავშირებით ხელისუფლებას წლებია ინფორმაცია აქვს, თუმცა, მისი შეფასებით, კორუფციული ინტერესების გამო მთავრობამ შოვის გაფართოების გეგმა დაამტკიცა.
იცოდნენ, ჰქონდათ ინფორმაცია, თუმცა არსებობდა კონკრეტული ჯგუფის კორუფციული ინტერესები, რომ იქ კურორტი გაფართოებულიყო. ისევ 2020 წელი, ისევ ადიდდა მდინარე ბუბა და დაანგრია ყველაფერი. 2002 წელს აუდიტის სამსახური წყალდიდობებთან დაკავშირებით ავრცელებს ეფექტიანობის ანგარიშს, და მოუწოდებს უსაფრთხოების საბჭოს, შსს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომ საფრთხეები სადაც არის საჭიროა მონიტორინგის სისტემა, წინასწარი გაფრთხილების სისტემა. ეს არის წინასაარჩევნო წელი, სადაც ივანიშვილის ხელისუფლებას საერთოდ არ აინტერესებს არც სტიქიური უბედურება, არც ადამიანის სიცოცხლე, ამიტომ დაივიწყეს და სწორედ ეს არის მისი მთავრობის პასუხისმგებლობა.
2021 წელს ირაკლი ქაფიანიძე, რომელიც არის შოვში სასტუმრო სანსეტის მფლობელი, 25 ათას კვადრატულს იფორმებს ზუსტად იმ მონაკვეთს სახელმწიფოსგან,რომელიც ზუსტად არის იქ, სადაც განვითარდა სტიქია, ბუბას ხეობაში. რას აკეთებს კიდევ, მომიჯნავე ნაკვეთებზე ონის მუნიციპალიტეტს მიმართავს, რომ შეუჩეროს მომიჯნავეებს საკუთრების უფლების რეგისტრაცია და იმ მიწევს თვითონ იფორმებს. ყველამ იცის, რომ მოხდა შოვში დაპირისპირება, ცეცხლსასროლი იარაღი ესროლეს ადგილობრივებმა.
ქაფიანიძე არის არქის ყოფილი დირექტორი, არქი - ბატონი წულაიაა, წულაია კი კალაძის ახლო მეგობარი, მეჯვარეა, ამ ჯგუფი ინტერესები იყო და ამ ჯგუფის ინტერესების გამო 2022 წელს კურორტი შოვის განაშენიანების გეგმა, სადაც მდინარე ბუბას ხეობა, მყინვარი საფრთხედ არ არის ხსენებული, ამტკიცებს ონის საკრებულო. ვინ არის ონის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძის ქვისლი, საკუთარი ბიძაშვილი ჰყავს მოადგილედ, ეს ადამიანები ადგილობრივების პროტესტის ფონზე აყალბებენ საკრებულოს გადაწყვეტილებას.
სად იყო ღარიბაშვილი, სად იყო ლილუაშვილი - იყვნენ მცხეთაში, მარანი ჰოლში და აღნიშნავდნენ სუს-ის 8 წლის იუბილეს და ადგილზე 5 საათზე გაუშვეს პოლიციის უფროსი, რომელიც ადგილზე მივიდა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან გააკეთა შეტყობინება, სხვებმა რომ კუნძულებზე ხალხი გაიყვანეს და გადარჩინეს, ყველა გადარჩა და კონტაქტზეაო. ადამიანები იყვნენ დაღუპულები, სიცოხლეს ებძოდნენ და ესენი იჯდნენ და სვამდნენ და ჭამდნენ, ეს არის სწორედ დანაშაულია,“ - ამბობს ფარულავა.