მძაფრი რეაქცია აქვთ იმიტომ, რომ არიან დამნაშავეები - დონაძე
„მძაფრი რეაქცია აქვთ იმიტომ, რომ არიან დამნაშავეები, შესაძლებელი იყო ადამიანების გადარჩენა და არ გადაარჩინეს,“ - ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა ბესიკ დონაძემ გააკეთა. დონაძის თქმით, ძალიან ბევრ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი არ გაუცია ხელისუფლებას.
დონაძის თქმით, სათანადო აღჭურვილობა სახელმწიფოს არ აქვს - საზიარო ვერტმფრენი აქვს ორ უწყებას.
ვინ იღებდა გადაწყვეტილებებს არ ვიცით. განცხადებებს რომ მღებრიშვილი აკეთებდა, ის არ იყო შტაბის ხელმძღვანელი. არავინ არ იცის, ვინ იყო შტაბის ხელმძღვანელი, ვინ იყო ის ადამიანი, რომელმაც პირველმა გასცა ბრძანება, რომ სამაშველო ოპერაციები ღამე შეაჩერეთ, რის საფუძველზე მიიღეს გადაწყვეტილება, რა სამართლებრივი აქტი არსებობს, ვისგან მოწოდებული ინფორმაცია არსებობს, ვინ აიღო რაცია და თქვა, რომ შეაჩერეთ სამაშველო ოპერაციები, არცერთ კითხვაზე არ არის პასუხი. ვინმეს სჯერა, რომ რაჭის გუბერნატორი იყო გადაწყვეტილების მიმღები?“ - ამბობს დონაძე.