საქართველოს ერთიანობა ასეთი მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა - პატელი

06.09.23 10:16
საქართველოს ერთიანობა ასეთი მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა - პატელი

"მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და ყველა მხარეს, გაერთიანდნენ და განახორციელონ რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ვედანტ პატელი საუბრობს. მაღალჩინოსნის თქმით, საქართველოს გაერთიანება ასეთი მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა. 

ნათლად დავინახეთ, რომ ქართველები საკუთარ მომავალს ევროპასთან და ევროკავშირთან ერთად ხედავენ და მათ გადაეცათ ზუსტი საგზაო რუკა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და ყველა მხარეს, გაერთიანდნენ და განახორციელონ რეფორმები ამ მიზნის მისაღწევად, განსაკუთრებით იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც საჭიროა კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. საქართველოს გაერთიანების საჭიროება არასოდეს ყოფილა უფრო მეტად მნიშვნელოვანი, - აცხადებს პატელი.