პარტიიდან წასვლა ღალატია - ლაშა ფარულავა
როგორ უნდა შეინარჩუნონ პარტიაში ერთობა? - ხაბეიშვილის გუნდს კონკრეტული პასუხი არ აქვს. ამასთან, მიხეილ სააკაშვილის გზავნილის შემდეგ ლევან ხაბეიშვილის თანამოაზრე ლაშა ფარულავა პირდაპირ ამბობს, რომ ამ ვითარებაში პარტიიდან წასვლა ღალატია. მისი თქმით, ეს იქნება ღალატი არა მხოლოდ სააკაშვილის და პარტიის, არამედ ქვეყნის ევროპული მომავლისაც.
ყველას ახსოვს 2016 წელს რა მოხდა ენმ-ში, როდესაც ბოკერიას გუნდმა დატოვა პარტია და ფაქტობრივად, პარტია უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, როგორც ფინანსურად, ასევე მატერიალურად და სწორედ ამასთან დაკავშირებით საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, როდესაც ამ ბობს, რომ პარტიაში მსგავსი აღარ უდნა განმეორდეს. თუ ვინმეს უნდა ამ მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც პარტიის ცენტრალური ფიგურა, გლობალური მნიშვნელობის პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშილი იმყოფება ბიძინა ივანიშვილის ტყვეობაში, პარტიიდან წასვლა არის ღალატი და ღალატია არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის და პარტიის, არამედ არის ღალატი ქვეყნის ევროპული მომავლის, - ამბობს ლაშა ფარულავა.
მიხეილ სააკაშვილმა გუშინ თანაპარტიელებს წერილით მიმართა და უთხრა, რომ ყველა, ვინც პარტიიდან წავა, ბოკერიას მსგავსად განულდება. მესამე პრეზიდენტმა ენმ-ს წევრებს ერთიანობისკენ მოუწოდა.