რას ელოდება კუპრაძე ბორელის ვიზიტისგან და რისკენ მოუწოდებს პოლიტიკურ სპექტრს
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის თქმით, ჯოზეფ ბორელის ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ჩვენი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების საკითხში.
კუპრაძის განცხადებით, ამ ვიზიტმა საქართველოს უნდა მისცეს პარტნიორული გარანტიები რომ საქართველოში მომდევნო პოლიტიკური პერიოდი იყოს მშვიდობიანი და სამართლიანი.
ბორელის ვიზიტი და შეხვედრა იქნება მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გაუზიაროს საქართველოს პოლიტიკურმა სპექტრმა, სამოქალაქო სექტორმა საქართველოში არსებული მძიმე მდგომარეობა, კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის და მეორე მხრივ მნიშვნელოვანია, რომ მათგან მივიღოთ მეგობრული პარტნიორული გარანტიები და მცდელობა იმისა, რომ საქართველოში მომდევნო პოლიტიკური პერიოდი იყოს ერთი, მშვიდობიანი, სამართლიანი, თანასწორ პირობებში ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ასევე ცალსახად იქნება დემოკრატიის ტესტი ჩვენი ქვეყნისთვის", - ამბობს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე.
"ბრიუსელში ფიქრობენ, რომ საქართველოს მთავრობა შესაძლოა სტატუსზე უარის მიღებას შეგნებულად ცდილობდეს, ეს ყველაფერი საკუთარ კარში გატანილ გოლს ჰგავს" - ასე გამოეხმაურა საქართველოში არსებულ განწყობებს "რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი.
"ქართული ოცნების" გადაწყვეტილების გამო, რომ იმპიჩმენტი გამოუცხადოს საქართველოს პრეზიდენტს, ბრიუსელში გაოგნებას ვერ მალავენ.