ნინო ლომჯარიამ მოძრაობა "საქართველოს ევროპული ორბიტა" დააფუძნა

06.09.23 15:43
 ნინო ლომჯარიამ მოძრაობა "საქართველოს ევროპული ორბიტა" დააფუძნა

ნინო ლომჯარიამ სამოქალაქო მოძრაობა დააფუძნა. "საქართველოს ევროპული ორბიტას" რიგებში უკვე ირიცხებიან მეცნიერები, მწერლები, მუსიკოსები და საზოგოდებრივად აქტიური მოქლაქეები.

 ნინო ლომჯარიას განცხადებით, პლატფორმა პროევროპელ და საზოგდოებრივად აქტიურ ადამიანებს აერთიანებს, მიზანი კი ევროპული იდეის გარშემო დისკუსიები  და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდაა.

ახალ მოძრაობას ლომჯარია საზოგადოების წინაშე ოფიციალურად ხვალ წარადგენს.

ჩვენი აქტიურობით ვეცდებით, რომ საზოგადოების კონსოლიდაცია ვაჩვენოთ სტატუსის მიღების მხარდასაჭერად. მოვაგროვოთ მოქალაქეების ხმები, მივცეთ ადამიანებს, რომლებსაც სურთ საკუთარი პოზიციები და მხარდაჭერა აჩვენონ ამ პროცესისადმი ჩართულობის და პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა. იქნება ასევე ვიზიტებიც ევროპაში, იქნება ასევე შეხვერები უცხოელ დიპლომატებთან. ნებისმიერ ადამიანს ექნება სურვილი, რომ იმ იდეას და ინიციატოვას მხარი ადუჭიროს, რაზეც ჩენ ვთანხმდებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ღია ყველასთვის, - ამბობს ნინო ლომჯარია. 

ყოფილი სახალხო დამცველი ასევე ამბობს, რომ აღნიშNული პლატფორმა პოლიტიკურ პარტიად არასდროს იქცევა. 

მე ვხედავ საჭიროებას იმის, რომ შეიქმნას პლატფორმა, რომელიც არ არის პოლიტიკური და კიდევ ერთხელ, ეს პლატფორმა არ გადაკეთება პოლიტიკურ პარტიად, შემიძლია ესეც გითხრათ. ის, რასაც ჩენ ვიწყებთ, არ არის პარტიული და პირიქით, ჩვენ გვინდა მივცეთ შესაძლებლობა ადამიანებს ქმედებებისთვის, რომლებსაც არ სუღთ პარტიასთან ან მომავალ რომელიმე კონკრეტულ პარტიასთან აფილირება, - ამბობს ლომჯარია. 

„საქართველოს ევროპული ორბიტა" - ლომჯარიას საზოგადოებრივი პლატფორმა ღონისძიებას ხვალ გამართავს