ვის უანონსებს სააკაშვილი განულებას - რა იცის პრეზიდენტის დედამ?

06.09.23 17:31
ვის უანონსებს სააკაშვილი განულებას - რა იცის პრეზიდენტის დედამ?

ვინ იყო მიხეილ სააკაშვილის წერილის ადრესატი - მესამე პრეზიდენტის დედა ფიქრობს, რომ გზავნილი ზოგადი იყო და მთავარ მიზანს პარტიის გაერთიანება წარმოადგენდა. გიული ალასანია ამბობს, რომ წერილში კონრეტულად ნიკა მელია ნახსენები არ ყოფილა და გზანილი ეხებოდა მხოლოდ მათ, ვისაც ენმ-ში განხეთქილების შეტანა ფიქრობს. 

ჩემი შთაბეჭილებაა, რომ ყველა იგულისხმა საერთოდ, იმიტომ, რომ ზოგადად არის მისი სურვილი, რომ ყველა იყოს ერთად და უფრო ძლიერები იქნებიან ამ შემთხვევაში. იქ ნიკა დასახელებული არ იყო, მე არ მახსოვს რომ იქ სახელი ყოფილიყო ნახსენები. ეს ეხება ყველას, ვინც მოინდომებს, რომ რაღაცა განხეთქილება შეიტანოს და სხვაგან გადაუხვიოს, ამაზეა ლაპარაკი, - თქვა ალასანიამ.