"ოცნება" ამტკიცებს, რომ „ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს უხერხულ მდგომარეობაში აყენებს“
"ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს "დაუკითხავად დაადგა თავს". ფრაქციის თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის უხეშ დარღვევაში დღეს კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.
მმართველი პარტიის ლიდერი სალომე ზურაბიშვილს "უხერხული მდგომარეობის შექმნაში" ადანაშაულებს.
მდინარაძის თქმით, უდავო ფაქტია, რომ პრეზიდენტს საგარეო უფლებამოსილების განხორციელებაში მთავრობის მხრიდან დელეგირება არ ჰქონდა და მან კონსტიტუცია დაარღვია.
ოთხი დღე დაიკარგა, შემდეგ ისეთ ქვეყანაში, ისეთ ლიდერთან აღმოჩნდა, რომელთან შეხვედრაზე თანხმობაც არ ჰქონდა მოთხოვნილი. დემონსტრაციულად, კიდევ უფრო უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ევროპელი ლიდერებიც ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან. რა უნდა თქვას ნებისმიერი ქვეყნის ლიდერმა, რომელსაც სხვა ქვეყნის პრეზიდენტი თავზე ასე დაუკითხავად დაადგება“, - აცხადებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" კონსტიტუციაში პრეზიდენტის მიერ თანხმობის საჭიროების მუხლი იმისთვის ჩაწერა, რომ პრეზიდენტმა ქვეყნისთვის დამაზიანებელი არაფერი გააკეთოს.
ძალიან უტრირებულია, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი პრიგოჟინის დაკრძალვაზე ჩასულიყო, უკვე ხომ უკიდურესად დამაზიანებელი ჟესტია. თავის დროზე, ისრაელის კანონმდებლებმა და მოქალაქეებმა კონსტიტუციაში ამიტომ ჩაწერეს, რომ პრეზიდენტის ქვეყნიდან გასვლაც კი მთავრობის თანხმობას საჭიროებს, რადგან შეიძლება ისეთი გასვლა მოახდინოს, სალომე ზურაბიშვილი რომ აკეთებს ასეთ დამაზიანებელ განცხადებებზე უარესი იყოს, დასასვენებლად წავიდეს, პირობითად, ჩრდილოეთ კორეაში. ეს ხომ ისეთი ჟესტია, რაც სახელმწიფოს მხრიდან განაცხადია, რომ მისი პრეზიდენტი ამა და ამ ქვეყანაში ისვენებს.
როცა თავის დროზე კონსტიტუცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით იწერებოდა არ გვიფიქრია, რომ გასვლასთან დაკავშირებული რისკებიც კი დადგებოდა. კიდევ კარგი, რომ კონსტიტუციით კომპეტენცია მკაფიოდ არის გამიჯნული“, - დასძინა მან.