აიფონები ხალხის ფულით - ბიუჯეტიდან დახარჯულია ათობით ათასი ლარი
iphone-ების სენი და ძვირადღირებული მობილურები ხალხის ფულით. ბიუჯეტიდან დახარჯულია ათობით ათასი ლარი, რითაც სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებმა აიფონისა და სამსუნგის ბოლო თაობის ტელეფონები შეიძინეს.
თითოეულ მობილურში გადახდილია 2 ათასიდან 5 ათას ლარამდე თანხა. ახლა ჩნდება კითხვა რატომ იხარჯება პირადი მოხმარების ნივთებისთვის ხალხის ფული? ასეთი უწყება ბევრია. მათ შორისაა კოკა კაციტაძის საგამოძიებო სამსახური, სადაც პირველებს უთხრეს, რომ ძვირადღირებული ტელეფონები ბიუჯეტის ფულით თანამშრომლებს საჩუქრად უყიდეს.