თეა წულუკიანი ქვეყნის ისტორიის განადგურებაშია მხილებული - ყინწვისის ფრესკები ირეცხება
თეა წულუკიანი ქვეყნის ისტორიის განადგურებაშია მხილებული - ყინწვისში არსებულ მდგომარეობაზე ხელოვნებათმცოდნეები პასუხისმგებლობას სწორედ მინისტრს აკისრებენ. უმძიმესი რეალობის ამსახველი კადრები მონასტერში დღეს პირველების კამერამ გადაიღო.
ერთი შეხედვითაც კარგად ჩანს, რომ ისტორიული მემკვიდრეობა დიდ საფრთხეშია. უნიკალური ფრესკები ნადგურდება, რადგან მონასტერში წყალი ჩადის. წულუკიანმა ეს ყველაფერი იცის, მაგრამ უბრალოდ არ რეაგირებს.