ხალხი RMG გოლდის წინააღმდეგ - კომპანია ისევ სკანდალში ეხვევა

06.09.23 20:33
ხალხი RMG გოლდის წინააღმდეგ - კომპანია  ისევ სკანდალში ეხვევა

RMG გოლდი ისევ სკანდალში ეხვევა. ხალხი საყდრისის ამფეთქებელი კომპანიის წინააღმდეგ ქუჩაში გამოვიდა. პროტესტი   ბოლნისის სოფელ ქეშში იყო. ადამიანები დილიდან  ცენტრალურ მაგისტრალზე იდგნენ და არ RMG გოლდის კუთვნილი დიდი სატვირთოების ინტენსიურ მოძრაობას აპროტესტებდნენ.

ირკვევა, რომ  სოფლის გზაზე დღეში დაახლოებით 200-ზე მეტი სატვირთო  დიდი სიჩქარით გადაადგილდება.  დაბინძურებისა და ხმაურის გარდა კი საფრთხე ექმნებათ მცირეწლოვნებს. ხალხი შველას ითხოვს, თუმცა მათთან სასაუბროდ დღეს არავინ მისულა.