კომუნისტური ქვეყნის ინტერესი შავ ზღვაში - ჩინეთმა თვალი ანაკლიის პორტის პროექტს დაადგა
კომუნისტური ქვეყნის ინტერესი შავ ზღვაში. ჩინეთმა თვალი ანაკლიის პორტის პროექტს დაადგა. ეს ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტისა და ქვეყანასთან სტრატეგიული დოკუმენტის გაფორმების პირველი შედეგია. რუსეთის მოკავშირე ქვეყანა, რომელიც პრემიერმა ლამის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად აქცია, მზად არის პორტის მშენებლობაში მონაწილეობა მიიღოს. რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკის ინტერესები შავ ზღვაში ჩინეთით ჩანაცვლდება. ოცნება კავშირებს კომუნისტურ ქვეყანასთან სულ უფრო აღრმავებს, რაც დასავლეთს ბევრ კითხვას უჩენს.