რატომ ვერ გაუშვეს სერგეენკო
გამოჩნდება თუ არა პარლამენტში დავით სერგეენკო, უცნობია. დეპუტატი, რომელსაც "ქართული ოცნება" საკანონმდებლო ორგანოდან ჯერ გაძევებას უპირებდა, შემდეგ კი გადაიფიქრა, ამ დრომდე დუმილის რეჟიმშია.
მმართველმა პარტიამ გეგმები ბოლო წამს ამოაყირავა. იფიქრეს და მოიფიქრეს. მართალია, სერგეენკომ რუსულ კანონს ხმა არ მისცა, მაგრამ მისი დასჯა ერთი ცარიელი სკამის ფასად არ უღირთ. სერგეენკოს თუ მანდატს ჩამორთმევდნენ, მის ნაცვლად პარლამენტში ვეღარავის შეიყვანდნენ.