უკრაინას ფრანგულ დრონებს გადასცემენ
უკრაინა ფრანგული კომპანია Delair-ისგან 150 დრონს მიიღებს - საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი იუწყება, რომ უპილოტო საფრენი აპარატების მოდელი უკრაინამ უკვეე შეარჩია, დრონების წარმოებას კი საფრანგეთის მთავრობაა აფინანსებს.
როგორც საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი, სებასტიან ლეკორნუ სოციალურ ქსელში წერს, Delair-ი და მისი აღმასრულებელი დირექტორი უკრაინის მხარდაჭერის მიმართ საფრანგეთის ერთგულების კონკრეტული მაგალითია.
უცნობია, დრონების რომელ მოდელებს მიიღებს უკრაინა.