ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზეც გაესვა ხაზი - "ოცნება" ევროპული ტურნედან დაბრუნებულ პრეზიდენტს თავს ესხმის
პრეზიდენტი VS "ოცნება" - მაკრონთან გამართული შეხვედრის შემდეგ, კობახიძის გუნდში ამბობენ, რომ ზურაბიშვილმა კონსტიტუციაა დაარღვია და იმპიჩმენტს იმსახურებს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ "თავის იმით გამართლება, რომ ვიზიტები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას ემსახურება, არა რელევანტურია".
"სწორედ სალომე ზურაბიშვილი იყო, ვინც აცხადებდა, რომ არ ეკუთვნის, არც ეკუთვნოდა და სწორედაც გააკეთოს, რომ არ მისცეს და არც ეკუთვნის", - ამბობს გია ვოლსკი.
ნინო წილოსანი პრემიერისა და "ოცნების" ნარატივში ჩაჯდა და თქვა, რომ ზურაბიშვილის "ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზეც გაესვა ხაზი":
პრეზიდენტმა საჯაროდ გერმანიაში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსის მიღებას და მათ შორის მისი არაერთი წინა გამოსვლა, თუნდაც პარლამენტში, როდესაც ის თავად რეკომენდაციების შესრულებასაც უწოდებს უხარისხოს, რაც არ შეიძლება შეფასებული იყოს, როგორც სახელმწიფოებრივი და სახელმწიფოს ინტერესებში მოქმედება და თავისთავად იმპიჩმენტის მოტივაციაც, გარდა იმისა, რომ ის ანტიკონსტიტუციურ ქმედებას ავლენს და ამჟღავნებს, პრეზიდენტის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზეც გაესვა ხაზი", - ამბობს ნინო წილოსანი.