ოცნების დეპუტატი 3 უძრავ ქონებასა და ოჯახის სამეწარმეო საქმიანობას არ უთითებს

07.09.23 11:13
ოცნების დეპუტატი  3 უძრავ ქონებასა და ოჯახის სამეწარმეო საქმიანობას არ უთითებს

პარლამენტის წევრმა "ქართული ოცნებიდან", ედიშერ თოლორაიამ 2023 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა მისი და მისი მეუღლის სახელზე არსებული უძრავი ქონება და სამეწარმეო საქმიანობა - ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ავრცელებს. 

აღსანიშნავია, რომ თოლორაია 2016 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრია. მარტში მან მხარი დაუჭირა რუსული კანონის მიღებას.

ირკვევა, რომ ედიშერ თოლორაიას ოჯახს ეკუთვნის სამი დაუდეკლარირებელი უძრავი ქონება:

  1. ბინა თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე - 153.5 კვ.მ
  2. ავტოსადგომი თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე - 25 კვ.მ
  3. მიწის ნაკვეთი ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში - 4,567 კვ.მ

თოლორაიას ოჯახთან ასევე დაკავშირებულია დაუდეკლარირებელი კომპანიები:

  1. თოლორაიას მეუღლე, მაკა ღურწკაია ფლობს შპს კერა 2011-ის 100% წილს.
  2. მისი დედა, ლამარა გორდულავა ფლობს შპს ევროლუქსი 2011-ის 100%-იან წილს.
  3. ლამარა გორდულავა ასევე რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მიმართავს ანტიკორუფციულ ბიუროს, შეისწავლოს ედიშერ თოლორაიას დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.