ჩვენი გზავნილი იქნება... - ოპოზიცია ბორელთან შესახვედრად ემზადება

07.09.23 12:20
ჩვენი გზავნილი იქნება... - ოპოზიცია ბორელთან შესახვედრად ემზადება

"ჩვენი გზავნილი იქნება, ის, რაც გვაქვს საჯაროდ და დახურულ კარს მიღმა, რომ რუსული ხელისუფლების გამო ჩვენმა ქვეყანამ არ უნდა დაკარგოს კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი"- ოპოზიცია ჯოზეფ ბორელთან შესახვედრად ემზადება. 

"ლელო-საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ  ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში ეწვევა. 

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი ვიზიტია მიუხედავად იმისა, რომ ის მრავალი წელიწადია ის ამ პოზიციაზეა უკვე და ეს აჩვენებს თავისთავად რამდენად მნიშვნელოვან მომენტშია დღეს ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან. რა თქმა უნდა ჩვენი გზავნილი იქნება, ის გზავნილი რაც გვაქვს საჯაროდ და დახურულ კარს მიღმა, რომ რუსული ხელისუფლების გამო ჩვენმა ქვეყანამ არ უნდა დაკარგოს კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი, მაგრამ ამავე დროს, ძალიან ნათელი უნდა გახადოს ევროკავშირმა, რა დააშავა საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ და როგორ მიაღწია ქართველმა ხალხმა იმას, რომ მიუხედავად რუსული ხელისუფლებისა, მაინც მოიპოვა კანდიდატის სტატუსი", - ამბობს სალომე სამადაშვილი.

მსგავსი სიახლეები