"ოცნება" ცდილობს, ვითომ რეფორმები მიყიდოს ევროკავშირს - ზურა ჯაფარიძე

07.09.23 12:12
"ოცნება" ცდილობს, ვითომ რეფორმები მიყიდოს ევროკავშირს - ზურა ჯაფარიძე

"გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერის თქმით, დეოლიგარქიზაციის პუნქტსა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის "ვითომ რეფორმების" მიყიდვას ცდილობს ევროკავშირისთვის. 

ზურა ჯაფარიძის თქმით,  მნიშვნელოვანია ბორელი არ მოტყუვდეს და არ ჩათვალოს პროგრესად ეს ხელოვნური რაღაცები

ბორელის ვიზიტი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახლა როდესაც სტატუსის საკითხი უნდა გაირკვეს, ასევე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ოცნება ცდილობს იმ 12 პუნქტიდან 2 პუნქტთან მიმართებაში, ერთი ეხება დეოლიგარქიზაციის პუნქტს და მეორე ეხება ცესკოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესს, ვითომ რაღაცა რეფორმები მიყიდონ ახლა ევროკავშირს და მნიშვნელოვანია ბორელი არ მოტყუვდეს და არ ჩათვალოს პროგრესად ეს ხელოვნური რაღაცეები, რაც დღეს და გუშინ დააანონსა ოცნებამ", - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

ისტორიული მნიშვნელობის ვიზიტი რამდენიმე საათში იწყება. ჯოზეფ ბორელი 15:30 საათზე უკვე საქართველოში იქნება. 

ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი - ეს ბორელის ვიზიტის მთავარი საკითხია. 

 

მსგავსი სიახლეები