ბორელს წელგამართული ვხვდებით - "ქართული ოცნება"
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელს "წელგამართული" ხვდებიან. გია ვოლსკი ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ 12 რეკომენდაცია შეასრულა.
მისი თქმით, ცესკოს თემა არის დასამთავრებელი და სასამართლოს რეფორმის თემასთან მიმართებაში ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდებიან.
ჯოზეფ ბორელის ვიზიტი მნიშვნელოვანია, თემა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. ჩვენ წელგამართულები ვართ, რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით. ცესკოს თემა არის დასამთავრებელი. საგანგებოდ მნიშვნელოვანია და ვენეციის კომისიის დასკვნას ველოდებით, რომელიც უნდა მივიღოთ სასამართლოს რეფორმის თემასთან მიმართებაში. ჩვენ საკაოდ მყარი პოზიცია გვაქვს", - ამბობს გია ვოსლკი.
ისტორიული მნიშვნელობის ვიზიტი რამდენიმე საათში იწყება. ჯოზეფ ბორელი 15:30 საათზე უკვე საქართველოში იქნება.
ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი - ეს ბორელის ვიზიტის მთავარი საკითხია.