ნინო წილოსანმა ზურა ჯაფარიძეს "შარვალჩახდილი" უწოდა - "ოცნება" ახალი გაერთიანების წინააღმდეგ

07.09.23 12:27
ნინო წილოსანმა ზურა ჯაფარიძეს "შარვალჩახდილი" უწოდა - "ოცნება" ახალი გაერთიანების წინააღმდეგ

ახალი ოპოზიციური ერთობა ხელისუფლების თავის ტკივილად იქცა -  ნინო წილოსანმა ზურა ჯაფარიძეს "შარვალჩახდილი" უწოდა, ელენე ხოშტარიას კი "რუსულ ფულზე დამოკიდებული".

"ქართული ოცნება" "გირჩი მეტი თავისუფლებისა" და პარტია "დროას" ერთობას არჩევნებში დამარცხებას უანონსებს.

ანტირუსულ კამპანიას გვთავაზობს რუსული ფულის კმაყოფაზე მყოფი ელენე ხოშტარია და ოპოზიციის გამარჯვების გარანტიად წარმოგვიდგება შარვალჩახდილი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ეს უკვე ფაქტობრივად დიაგნოზი არის მათი ამ გაერთიანების. ძალიან ვწუხვარ, რომ სამში ერთი გამოაკლდათ ვგულისხმობ ვაშაძეც და ახლა უკვე დუეტში აპირებენ, რომ დიდი გამარჯვება მოიპოვონ, თუმცა მე ნამდვილად გულწრფელად დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანების ამრჩევი უმრავლესობა არ ჰყავს ჩემს ქვეყანაში", - ამბობს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი.

დროამ და გირჩი-მეტი თავისუფლებამ საარჩევნო გაერთიანება შექმნეს. ორმა პარტიამ ვიდეორგოლი გაავრცელა - "დროა და გირჩი მეტი თავისუფლება - ნორმალური არჩევანი".

მსგავსი სიახლეები