ცვლილებები ცესკოს დაკომპლექტებაში - ოპოზიცია "ოცნების" მიერ შემოთავაზებულ ცვლილებას "სისულელეს" უწოდებს
ცესკოს დასაკომპლექტებლად ახალი წესები ამოქმედდა - ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ასარჩევად, პარლამენტში 90 ხმის მობილიზება იქნება საჭირო, ეს პირველი ეტაპია.
თუ ხმები ვერ შეგროვდა, მაშინ მეორე ცდით 76-მა დეპუტატმა უნდა დაუჭიროს ცვლილებებს მხარი. თუ 76 ხმაც ვერ მოაგროვეს, მაშინ ყველაფერი პრეზიდენტზე იქნება დამოკიდებული. სწორედ მთავარსარდალს მოუწევს ერთპიროვნულად "ცესკოს" შემადგენლობის დანიშვნა. არადა სწორედ პრეზიდენტს წაართვა მმართველმა პარტიამ უფლება, რომ საკუთარი კანდიდატები წარედგინა პარლამენტისთვის.
ოპოზიციაში ახალ წესები "სისულელედ" უკვე შეფასდა.
ანა წითლიძის თქმით, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება ფასადურია და არაფერს ცვლის. ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის თქმით, "ვითომდა" ცვლილება ევროპელ პარტნიორებთან თავის გასამართლებად სჭირდებათ.
ეს არის კიდევ ერთი მორიგი სისულელე, რომელიც შემოგვთავაზა ქართულმა ოცნებამ იმიტომ, რომ რეალურად ეს ცვლილება რეალურად არაფერს არ ცვლის წინა ცვლილებას თუ შევადარებთ. უბრალოდ ეს ახლა დასჭირდათ იმისთვის, რომ თავი გაიმართლონ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ამ ცვლილებითაც ბერკეტი ისევ რჩება ქართულ ოცნებას, რომ ერთპიროვნულად დანიშნოს ცესკოს თავმჯდომარე. პროცესში პრეზიდენტის ჩართულობა ისედაც მინიმალური იყო და ახლა უკვე ამ მინიმალურ შანსსაც აკარგვინებენ პრეზიდენტს და ფაქტობრივად პრეზიდენტს ეს ბერკეტიც ეცლება ხელიდან", - ამბობს ფრაქცია "ენმ"-ს წევრი, ანა წითლიძე.
რომან გოცირიძის თქმით, მმართველ გუნდს სურს, რომ "ცესკო" სრულიად დაიმორჩილოს ეს კი გოცირიძის თქმით განაცხადია არჩევნების გაყალბებისთვის.
რა იცვლება არაფერი იცვლება, აბსოლუტური სისულელეა, მაგრამ ამით უნდათ, რომ დაარწმუნონ ევროკავშირი, რომ თითქოს მაღალი ფორუმით ხდება ცესკოს დაკომპლექტება, ჩამოართვეს პრეზიდენტს წარდგენის უფლება და ყველაფერი გადმოვიდა პარლამენტში, ეს იმას ნიშნავს, რომ რაც შეიძლება მორჩილი ცესკო ჰყავდეს და ფაქტობრივად ეს არის განაცხადი არჩევნების გაყალბებისათვის", - ამბობს პარლამენტის წევრი, რომან გოცირიძე.
გახარიას გუნდშიც თვლიან, რომ "ოცნების" მიერ შემოთავაზებული ცვლილებით არაფერი იცვლება და ის მხოლოდ მოქალაქეების მოტყუებას ემსახურება, რაც ოცნებას 2024 წლის არჩევნებისთვის სჭირდება. დაუშვილის ამბობს იმასაც, რომ ოცნებას ისეთი "ცესკო" სჭირდება, რომელიც მმართველი გუნდის გამარჯვებისთვის იმუშავებს.
არსებითად არაფერი იცვლება და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მოქალაქეების მოტყუების მცდელობა. უნდა გვესმოდეს, რომ ოცნებას სჭირდება 2024 არჩევნებისთვის სრულად კონტროლირებადი ცესკო, რომელიც დაემორჩილება ოცნებას და რომელიც ფაქტობრივად იმუშავებს ოცნების გამარჯვებაზე, თუ ამას გამარჯვება ჰქვია, ეს არის მიზანი", - ამბობს პარლამენტის წევრი, პარტიის "საქართველოსთვის" წევრი, მიხეილ დაუშვილი.